განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა
RDRC.GE
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა
კატეგორია:  სიახლე

ფოტო

   26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, სამტრედიაში მუნიციპალიტეტის მერიის მიერ კულტურული და სპორტული აქტივობების ფონზე აღინიშნა.

   ქალაქის რამდენიმე ლოკაციაზე შეკრებილ საზოგადოებას საშუალება ჰქონდა დაეთვალიერებინა სამტრედიელ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა, თვალ–ყური ედევნებინა მოყვარულ მოჭადრაკეთა ასპარეზობისთვის, მხარი დაეჭირა მკლავჭიდელთა ორთაბრძოლისთვის და ქართული, ტრადიციული ჭიდაობის სახეობებში მონაწილეებისთვის ეგულშემატკივრათ.

   აღნიშნულ სპორტულ აქტივობებში პირველი, მეორე და მესამე ადგილების მფლობელები მერიის მიერ დაწესებული პრიზებისა და ფულადი საჩუქრების მფლობელები გახდნენ.

   დღის ფინალი სამტრედიის იპოდრომზე გამართული საცხენოსნო სანახაობა იყო. დოღი, რომელშიც წმინდა სისხლის ინგლისური ცხენები მონაწილეობდნენ, აბაშის, სიღნაღის, ოზურგეთის, ახმეტის, ზუგდიდის და სამტრედიის მხედრები ჩაერთნენ.

   გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებსაც მერიისგან სიგელები და ფულადი პრიზები გადაეცათ.

   ღონისძიებას ორგანიზატორობდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია და სპორტის სამსახური. მხარდამჭერი ცხენოსნობის ფედერაცია, ხოლო დოღის მსვლელობას კურატორობდა საქართველოს ქართული ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, ალექსანდრე ვადაჭკორია.

   ღონისძნიებების მიმდინარეობას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

   დავით ბახტაძე ,,საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელი არის. ჩვენი ქვეყნის ერთიანობა, მთლიანობა და დამოუკიდებლობა ჩვენი ქვეყნის სტაბილური მომავლის და მშვიდობის გარანტია. გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებზე ორიენტირებულ მომავალს."

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 244