განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სპორტული მინი მოედნების კეთილმოწყობის სამუშაოები
RDRC.GE
სპორტული მინი მოედნების კეთილმოწყობის სამუშაოები
კატეგორია:  სიახლე

ფოტო

   მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, პირველ მოადგილესთან, ვლადიმერ ზაქრაძესთან ერთად, სპორტული მინი მოედნების კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

   დავით ბახტაძე -,,ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ამდენად, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მნიშვნელოვანია. სამუშაოები, რომელიც ამ მიმართულებით ხორციელდება ადგილობრივი ბიუჯეტის და რეგიონებში განსახორციელებელი ფონდების თანადაფინანსებით ხორციელდება და გეგმა-გრაფიკის დაცვით მიმდინარეობს."

   ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე საკალათბურთო სტადიონზე ამ წუთებში მოედნის ზედაპირის კაუჩუკით კეთილმოწყობის სამუშაოები ხორციელდება. აქტიურ ფაზაშია გამსახურდიასა და თავისუფლების ქუჩებზე მშენებარე მინი ფეხბურთის მოედნების რეაბილიტაციის სამუშაოები.

   სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ასრულებენ.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 302