განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,გომმუხა,, ფოლკლორულ ფესტივალზე ,,გაზაფხულის რიტმები,, წარმატება მოიპოვა
RDRC.GE
ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,გომმუხა,, ფოლკლორულ ფესტივალზე ,,გაზაფხულის რიტმები,, წარმატება მოიპოვა
კატეგორია:  სიახლე

ფოტო

   ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,გომმუხა,, ფოლკლორულ ფესტივალზე ,,გაზაფხულის რიტმები,, წარმატება მოიპოვა.

   ანსამბლის წევრები, მაღალი საშემსრულებლო ოსტატობისთვის, პირველი ხარისხის დიპლომებით და ლაურიატის წოდებით დააჯილდოვეს.

   მოპოვებული წარმატება ,,გომმუხას,, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ პირადად მიულოცა და სიგელები,სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გომის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომედგენელთან ჯონი თევზაძესთან ერთად გადასცა.

   დავით ბახტაძე-,,წარმატებები მინდა ვუსურვო სანიმუშო ანსამბლ ,,გომმუხას და მის ქორეოგრაფებს,ისინი ხშირად ასახელებენ მუნიციპალიტეტს და სხვადასხვა ქორეოგრაფიული ფესტივალებიდან გამარჯვებულები ბრუნდებიან, ამისთვის თითოეულს მადლობას ვუხდი და მაქსიმალურ მხარდაჭერას ვუცხადებ.,,

   ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,გომმუხა,, სოფელ გომში ხუთი წელია ფუნქციონირებს, ანსამბლის ქორეოგრაფები არიან ნოდარ სხვიტარიძე და მეგი კიკაბიძე.

   ,,გომმუხა,,-ს დამაარსებელი და ხელმძღვანელი ღვაწლმოსილი ქორეოგრაფი ლევან ნუცუბიძეა, რომელიც ქორეოგრაფიულმა კავშირმა, აღნიშნულ ფესტივალზე დააჯილდოვა საქართველოს ქორეოგრაფიის ბრწყინვალების ორდენით.

   ჯილდო ლევან ნუცუბიძეს ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 219