განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ვასილ რომანოზის ძე პაპავას ნეშტი ამტრედიაში საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს
RDRC.GE
ვასილ რომანოზის ძე პაპავას ნეშტი ამტრედიაში საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს
კატეგორია:  სიახლე

ფოტო

   მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ვასილ რომანოზის ძე პაპავას ნეშტი დღეს, სამტრედიაში საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს.

   80 წლიანი ძებნის შემდეგ ოჯახმა ის სევასტოპოლში, დაღუპვის ადგილზე, საძიებო ჯგუფების დახმარებით, ძმათა სასაფლაოზე აღმოაჩინა.

   ვასილ პაპავა 1941-ში წავიდა ომში და 1942 ოჯახთან მისი მიმოწერა შეწყდა. მხოლოდ 1955 წელს გამოცხადდა უგზო უკვლოდ დაკარგულად, გვიყვება მისი შთამომავალი, მამა ანგია პაპავა.

   ვასილ პაპავას საფლავში აღმოჩენილია მისი პირადი ნივთები: ჩაფხუტი, ჯაყვა, კაფსულა პირადი მონაცემებით, რაც საფლავის უტყუარობის მტკიცებულებად ითვლება. ,,უდიდესი წვლილი შეიტანა ამ საქმის მიგვარებაში ადგილობრივმა ხელისუფლებამ. ოჯახმა კვლავ დაიბრუნა თავისი ნაწილი," აღნიშნა ჩვენთან საუბარში ვასილ პაპავას ნათესავმა, მერაბ პაპავამ.

   გარდაცვლილს დღეს პატივი მიაგეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მისი საფლავი ყვავილებით შეამკეს.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 413