განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » მერები ეკონომიკური ზრდისთვის
RDRC.GE
მერები ეკონომიკური ზრდისთვის
კატეგორია:  სიახლე

ფოტო

   ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) პროექტის ფარგლებში, მუნციპალიტეტის მერთან, დავით ბახტაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

   საქართველოს რვა მუნიციპალიტეტი მიიღებს მიზნობრივ დახმარებას ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) ფარგლებში მათ შორისაა სამტრედიის მუნიციპალიტეტიც.

   სამტრედია, რუსთავი, ფოთი და წყალტუბო ჩაერთვებიან მენტორინგისა და სწავლების ინიციატივაში „ურბანული ხედვა“ (Urban Imaginaries). ამის შედეგად, თითოეული მუნიციპალიტეტი შეძლებს 60,000 ევროს ოდენობის სასტარტო დაფინანსების მიღებას ინოვაციური პროექტების განხორციელებისთვის.

   ინიციატივის - „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ მთავარ მისიას მდგრადი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება წარმოადგენს. მისი მიზანია მერებისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა ადგილობრივ დონეზე, რათა მათ აქტიურად შეუწყონ ხელი ეკონომიკურ განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

   პროექტის წარმომადგენლებლმა, აღნიშნული პროგრამის განვითარების მთავარმა სპეციალისტმა, იერა ჩანგმა, პროექტის მერები ეკონომიკური ზრდისთვის, მენეჯერმა თიკო ტყეშელაშვილმა, მერთან შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზე და კონკრეტული პროექტების განვითარებაზე და ახალ ინიციატივებზე იმსჯელეს.

   შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს საპრეზენტაციო დოკუმენტი წარუდგინა.

   როგორც პროექტის მერები ეკონომიკური ზრდისთვის, მენეჯერმა თიკო ტყეშელაშვილმა აღნიშნა, -შერჩევის პროცედურებში სამტრედიის მუნციპალიტეტის მერის მიერ წამროდგენილმა პრეზენტაციამ განაპირობა , რომ სამტრედია დღეს პროექტის გამარჯვებულ მუნიციპალიტეტებს შორისაა.

   მუნიციპალიტეტის მერის, დავით ბახტაძის განმარტებით, აღნიშნულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა, ისევე როგორც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და უმნიშვნელოვანესია მუნციპალიტეტის სხვადასხვა დარგების განვითარებისთვის.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 234