განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამტრედიაში, ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის მშენებლობა იწყება
RDRC.GE
სამტრედიაში, ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის მშენებლობა იწყება
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   რეგიონების ინტერნეტიზაციის მიზნით, სამტრედიაში, ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის მშენებლობა იწყება.

   აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს, მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, კომპანია ,,ოუფენ ნეტისა" და ქსელის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.

   ამ ეტაპზე, სოფელი გორმაღალი და ზემო ნოღა ასაშენებელი არეალებია, სადაც დაგეგმილია მაღალმთიანი სოფლების ინტერნეტიზაციის მიზნით ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მოწყობა.

   პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის, ,,ოუფენ ნეტის" წარმომადგენლებმა, ქსელის მშენებელი კომპანიასთან ერთად, ხელისუფლების წარმომადგენლებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს სამუშაოების დეტალებთან დაკავშირებით.

   ოუფენ ნეტის დირექტორმა, მარიამ სულაბერიძემ, ტექნიკურ დირექტორთან, ალექსანდრე ღლონტთან ერთად ისაუბრა ტენიკურ დოკუმენტაციაზე და ტექნიკურ დეტალებზე.

   ,,მისასალმებელია, რომ სამტრედიაში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროცესში ხორციელდება მოსახლეობისთვის უმაღლეს სტანდატრებზე გათვლილი სერვისი, რომელიც ინტერნეტის მიწოდების უმაღლეს ხარისხს გულისხმობს. მუნიციპალიტეტი პროექტის მხარდამჭერია და წარმატებებს ვუსურვებთ კომპანიას," აღნიშნა დავით ბახტაძემ.

   პროექტი 2020-2025 წლებს მოიცავს და მოსახლეობისთვის ხარისხიანი ინტერნეტის წვდომის შესაძლებლობას ქმნის.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 280