განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ,,სკოლა უნდა უსმენდეს ბავშვებს, იყოს დამკვირვებელი და დამხმარე"
RDRC.GE
,,სკოლა უნდა უსმენდეს ბავშვებს, იყოს დამკვირვებელი და დამხმარე"
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   ყველაზე უდარდელი, ლაღი და ბედნიერი ბავშვობის პირველი ფურცლები მიითვალეს, დიდობენ უკვე.... ხუმრობა ხომ არაა სასკოლო ცხოვრების ნახევარი უკან მოიტოვეს!

   ანცი და ფრთაგაშლილი ბავშვობა ჯერ არ ეთმობათ სამტრედიის N6 საჯარო სკოლის მე-6 კლასელებს, სკოლის კედლებს ხალისით და ბედნიერებით რომ ავსებენ. ასე იყო დღესაც.

   სიურპრიზებით და სახალისო აქტივობებით სავსე საღამოს რამდენიმედღიანმა სამზადისმა მოლოდინს გადააჭარბა. გოგო-ბიჭებზე არანაკლებ ენერგიულმა კლასის ხელმძღვანელმა, ხათუნა ვაშაკიძემ კულისებში დგომა არჩია, თუმცა მისი შრომა კულისებს მიღმაც ჩანდა.

   ასე ხდება, როცა საკუთარი პროფესია გიყვარს და მარლენ ბარამიას სახელობის სკოლაში ეს ნამდვილად იგრძნობა.

   ,,სკოლა უნდა უსმენდეს ბავშვებს, იყოს დამკვირვებელი და დამხმარე, რადგან ბავშვებმა ზუსტად იციან რა უნდათ, რა მოსწონთ. სკოლის მიზანი კი მათი სურვილების და მიზნების გაფართოებაა. ამიტომაც იყო ჩვენი დღევანდელი დღის მესიჯი: ცოდნა-შრომა-თქვისუფლება!" აღნიშნა ღონისძიების ორგანიზატორმა, ხათუნა ვაშაკიძემ.

   აქტივობებს პედაგოგებთან ერთად შეუერთდა სკოლის დირექტორი, ლეილა კუბლაშვილი, რომელმაც სასწავლო წლის დასრულება მიულოცა მოსწავლეებს, ,,მინდა, რომ ყველა ბავშვი ბედნიერი იყოს. ჩვენი, მასწავლებლების საზრუნავი თითოეული მოსწავლის პრიორიტეტზე გადის, მათ კეთილდღეობას და განათლებას ემსახურება. გილოცავთ დღევანდელ დღეს, მჯერა თქვენი წიგნიერების და მონდომების," აღნიშნა ლეილა კუბლაშვილმა.

   ღონისძიებაზე მე-6 კლასელებმა მომავალი პირველკლასელებიც მოიწვიეს და ცოდნის ტაძრისკენ მიმავალი გზა დაულოცეს.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 337