განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » დღეს სამტრედიის მე–10 ბაგა–ბაღში სიხარულის და წარმატებული მომავლსი ზეიმი გაიმართა
RDRC.GE
დღეს სამტრედიის მე–10 ბაგა–ბაღში სიხარულის და წარმატებული მომავლსი ზეიმი გაიმართა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   სამტრედიის მე–10 ბაგა–ბაღი ერთ–ერთი უძველესი სააღმზრდელო დაწესებულებაა მუნიციპალიტეტში. იგი 100 წელს ითვლის. ენერგიული და შრომისმოყვარე ქეთევან შაშიაშვილი 35 წელია ხელმძღვანელობს მე–10 ბაღს.

   ყოველთვის გამორჩეული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია ბაგა–ბაღში გამართული აქტივობები.

   პედაგოგის ია შანიძის, მუსიკის პედაგოგის ხათუნა გოგიას და მასწავლებლების დამხმარეების ელზა ბელთაძისა და ნანა ჯვარშეიშვილის შრომა, პატარებმა საინტერესოდ და ულამაზესად წარმოაჩინეს. ღონისძიებას ნათლად ეტყობოდა პროფესიონალი და გამოცდილი მეთოდისტის მანანა გოდუაძის დაუღალავი შრომა.

   ულამაზესად მორთული ეზო, ფერადი გარემო და ბავშვების საყვარელი ზღაპრის გმირები ამაღლებულ განწყობას უქმნიდა საზოგადოებას.

   ,,22– მა აღსაზრდელმა დაასრულა ცხოვრების პირველი ეტაპი და ნათელი მომავლისკენ წარმატებული ნაბიჯი გადადგა. ვულოცავ ჩემს პატარებს დიდი სიყვარულით“– განაცხადა ბაღის მმართველმა.

   გამოსაშვებ საღამოს ესწრებოდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ,, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბაღის მმართველს, პედაგოგებს, მშობლებს და რა თქმა უნდა ჩვენს პატარებს, დღევანდელი დღე დასტურია, რომ საქართველოს ძალიან დიდი და ბედნიერი მომავალი აქვს. ისწავლეთ და მუდამ გახსოვდეთ, რომ ყოველი თქვენი ნაბიჯი და წარმატება , ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობისთვის უნდა იყოს მიმართული. ჩვენ ერთად ავაშენებთ ისეთ ქვეყანას, როგორზეც უკვე წლებია ვოცნებობთ“ – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ.

   პატარებს გზა დაულოცეს და წარმატებები უსურვეს ბაღების გაერთიანების წარმომადგენელმა ქეთევან ივანიშვილმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელმა ირმა შველიძემ.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 307