განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » კიდევ ერთი თაობა გააცილეს სამტრედიის N6 საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელებმა სკოლისკენ
RDRC.GE
კიდევ ერთი თაობა გააცილეს სამტრედიის N6 საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელებმა სკოლისკენ
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   კიდევ ერთი თაობა გააცილეს სამტრედიის N6 საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელებმა სკოლისკენ. ფრთაშესხმულმა პატარებმა დღეს ულამაზესი ღონისძიება წარმოადგინეს და პატარა ვარსკვლავებად იქცნენ.

   ,,ჩვენ ვარსკვლავები ვართ" - ასე უწოდეს დღევანდელ საღამოს და თავიანთი შემოქმედებით აღაფრთოვანეს მოწვეული სტუმრები.

   მე-6 ბაღის კრეატიული აღმზრდელების დახმარებით პატარები შესანიშნავად ასრულებენ მრავალ ასაკობრივ, შემეცნებით და შემოქმედებით აქტივობას. ასე იყო დღესაც.

   განსაკუთრებული სიხარული გამოიწვია ზღაპრის გმირების გამოჩენამ, რომელმაც ღონისძიება კიდევ უფრო გამრავალფეროვნა.

   აქტივობებში მონაწილეობდნენ ბაღის პატარა აღსაზრდელებიც, რომლებმაც უფროს ბაღელებს გზა დაულოცეს სკოლისაკენ.

   ღონისძიების დასასრულს, ბაღის მმართველმა, ლინა შენგელიამ აღსაზრდელებს ცხოვრების ახალ, საინტერესო ეტაპზე გადასვლა მოულოცა და სამახსოვრო ალბომები გადასცა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 353