განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » პოეზიის საღამო სამტრედიის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში
RDRC.GE
პოეზიის საღამო სამტრედიის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში
კატეგორია:  სიახლე

   ახალგაზრდა სამტრედიელმა პოეტებმა საკუთარი შემოქმედება სამტრედიის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში მოსულ საზოგადოებას გააცნო. პოეტ ბექა ჩანტლაძის ინიციატივითა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეთა პარლამენტის მხარდაჭერით პოეზიის საღამო გაიმართა.

   ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ბექა ჩანტლაძე, ბექა ფოცხვერია და ნიკო დანგაძე. ამჟამად ქალაქ თბილისისა და ქუთაისის უნივერსიტეტების სტუდენტები. როგორც პოეტებმა აღნიშნეს მათ წერა 17-18 წლის ასაკში დაიწყეს, ცხოვრობენ პოეზიითა და წერენ ყველაფერზე რაც სტკივათ.

   საღამოს უძღვებოდა მოსწავლეთა პარლამენტის ლიდერი თამუნა ჯინჭველეიშვილი. დამსწრეთა შორის იყვნენ სამტრედიის სახვადასხვა სკოლის მოსწავლეები, მოსწავლე-ახალგაზრდობის პედაგოგ-მასწავლებლები და მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის წარმომადგენლები. შემოქმედებით საღამოს სტუმრობდა ასევე ახალგაზრდა პოეტი თემურ ჭახნაკია. თემური წერს ლექსებსა და მოთხრობებს, აქტიურად თანამშრომლობს მწერალთა სახლთან, მართავს პოეზიის საღამოებს, არის ორი წიგნის ავტორი.    საღამოს დასასრულს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორმა ტატა გოგუაძემ სიტყვით მიმარტა ახალგაზრდა პოეტებს და მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1121