განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » დღეს, ნაბაკევის საბავშვო ბაგა-ბაღში გამოსაშვები საღამო გაიმართა
RDRC.GE
დღეს, ნაბაკევის საბავშვო ბაგა-ბაღში გამოსაშვები საღამო გაიმართა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   დღეს, ნაბაკევის საბავშვო ბაგა-ბაღში გამოსაშვები საღამო გაიმართა. პატარები ოთხი წლის მანძილზე საბავშვო ბაგა-ბაღში მიღებული ცოდნით, სახალისო და თეატრალიზებული ნომრებით, სიმღერებითა და ცეკვებით წარსდგნენ სტუმრების წინაშე, წაიკითხეს ასევე, ლექსები სამშობლოსა და დედა-ენაზე.

   სასკოლო მზაობის ჯგუფის აღსაზრდელებსა და მათ მშობლებს, სწავლის ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს და წარმატებები უსურვა საკრებულოს თავმჯომარის მოადგილემ, ვაჟა სტურუამ, ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა, ოთარ წულეისკირმა, საკრებულოს წევრმა, ირაკლი მელაშვილმა და ბაგა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის დროებით მოვალეობის შემსრულებელმა, ნუნუკა ნინუამ.

   როგორც ბაგა-ბაღის მმართველი, ეკა სანაძე გვიხსნის, ახალი სასწავლო წლიდან, ნაბაკევის საბავშვო ბაგა-ბაღიდან 17 აღსაზრდელი მზადაა, შესაბამისი უნარ-ჩვევების გამოყენებით, სწავლა საჯარო სკოლაში გააგრძელოს.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 455