განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ანაკლიაში დაგეგმილი სალოტბარო სკოლების ფესტივალი „მომავლის ხმები“ დასრულდა
RDRC.GE
ანაკლიაში დაგეგმილი სალოტბარო სკოლების ფესტივალი „მომავლის ხმები“ დასრულდა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ანაკლიაში დაგეგმილი სალოტბარო სკოლების ფესტივალი „მომავლის ხმები“ დასრულდა.

   17-24 ივნისს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, ანაკლიაში სალოტბარო სკოლების ფესტივალი „მომავლის ხმები“ უკვე მესამედ ჩატარდა, რომელშიც სხვა მუნიციპალიტეტების სალოტბარო სკოლებთან ერთად სამტრედიის სალოტბარო სკოლა ჩაერთო.

   წელს ფესტივალი ორ ეტაპად ჩატარდა და მასში მონაწილეობა ფოლკლორის ცენტრის სალოტბარო სკოლების 250 - ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო.

   20-24 ივნისს ფესტივალს სამტრედიის, აბაშის, ხონის, ხარაგაულის, ონის, სენაკის და ბაღდათის სალოტბარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები შეუერთდნენ. ფესტივალისთვის შემუშავდა სპეციალური პროგრამა, რომელიც შესანიშნავად იყო მორგებული სალოტბარო სკოლების მოსწავლეებზე.

   ანაკლიაში გატარებულ დღეებზე თავის შთაბეჭდილებას გვიზიარებს სამტრედიის სალოტბარო სკოლის ხელმღვანელი ბესო მახათაძე. ,,ეს არის შესანიშნავი პროექტი რომელიც კიდევ უფრო აღვივებს მომავალ თაობაში ქართული ფოლკლორის სიყვარულს. ჩვენს მოსწავლეებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ საუკეთესო ფოლკლორისტებს და სხვადასხვა მუნიციაპიტეტის სალოტბარო სკოლების წარმომადგენლებს. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ,,მომავლის ხმების" შექმნაში წვლილი მიუძღვის."

   სალოტბარო სკოლების ფესტივალი „მომავლის ხმები“ 2019 წელს დაფუძნდა და მისი მიზანია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ბავშვების დაახლოება და სალოტბარო სკოლების განვითარების ხელშეწყობა. ამჟამად, სალოტბარო სკოლები საქართველოს 30 მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს, სადაც მსურველები ქართულ ტრადიციულ სიმღერასა და გალობას უფასოდ ეუფლებიან.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 291