განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ნიკოობა 2017
RDRC.GE
ნიკოობა 2017
კატეგორია:  სიახლე

   სახალხო დღესასწაული ნიკოობა წელს გრანდიოზულად აღინიშნა. ქალაქ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და მათი ერთობლივი ორგანიზებით ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭნაძე და გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ქალაქ სამტრედიის დეპუტატი გრიგოლ მიქელაძე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით ბახტაძე და გამგეობის სხვა წარმომადგენლები. ამასთანავე საღამოზე იმყოფებოდა დიდი ნიკოს შთამომავალი, მისი შვილთაშვილი სალომე ზურაბიშვილი, მან დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სახლ-მუზეუმს საჩუქრად ნიკოს თაბაშირის ნიღაბი გადასცა.    საღამოს მონაწილეები ადგილობრივი და ქუთაისელი შემსრულებლები იყვნენ, მათ შორის ქალაქ ქუთაისის მოზარდ მაყურებელთა დამოუკიდებელი ახალგაზრდული თეატრი „მარჯანიშვილელები“ და ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეები. ღონისძიების რეჟისორი თორნიკე მარჯანიშვილი გახლდათ. ნიკოობასთან ერთად წელს საფუძველი ჩაეყარა დოღს, რომელშიც ადგილობრივებთან ერთად მეზობელი რაიონების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. გამოვლინდა სამი ადგილის მფლობელი. პირველი ადგილი დიდი ჯიხაიშის მკვიდრმა გიორგი ფოფხაძემ დაიკავა, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე წყალტუბოსა და ფარცხანაყანევის წარმომადგენლები გავიდნენ. მათ სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.    პირველი ნიკოობა სოფელ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში 1970 წელს აღინიშნა. მომავალ წელს იგეგმება ნიკო ნიკოლაძის 175-ე საიუბილეო წლისთავის აღნიშვნა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1839