განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » მოსახლეობის უფასო მრავალპროფილიანი სამედიცინო გამოკვლევები
RDRC.GE
მოსახლეობის უფასო მრავალპროფილიანი სამედიცინო გამოკვლევები
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაიწყო სამტრედიის მერიის მხარდაჭერით და შპს “ჯეო ჰოსპიტალს” - ის სამტრედიის სამედიცინო ცენტრის მიერ მოსახლეობის უფასო მრავალპროფილიანი სამედიცინო გამოკვლევები.

   ოფთალმოლოგიური გამოკვლევები “ჯეო ჰოსპიტალს ”- ის სამტრედიის სამედიცინო ცენტრის სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა ჯიხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩაატარა.

   მოსახლეობას ადგილზე კონსულტაცია და კვლევა ოფთალმოლოგმა, ნიკოლოზ ჩუბინიძემ გაუწია.

   გამოკვლევების მიმდინარეობას დაესწრო და მოქალაქეებს გაესაუბრა მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გია მეიშვილი.

   სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაციის დირექტორის ლელა ხურციძის განცხადებით, მსგავსი აქტივობები მუნიციპალიტეტის მასშტაბით მომავალშიც გაგრძელდება.

   ,,ჩვენ ჯეო ჰოსპიტალსთან კარგი თანამშრომლობითი ურთიერთობა გვაქვს. დღევანდელი აქციაც ამის მაგალითია. მოსახლეობის საქიროებებზე გათვლილ პროექტებს მუნიციპალიტეტის მერია მუდმივად დაუჭერს მხარს, "-აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 225