განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » რიგგარეშე სხდომა მუნიციპალიტეტის საკრებულოში
RDRC.GE
რიგგარეშე სხდომა მუნიციპალიტეტის საკრებულოში
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამართულ რიგგარეშე სხდომას, ტრადიციულად საკრებულოს თავმჯდომარე, ნუგზარ ჯამბურია უძღვებოდა. მან დეპუტატებს დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები გააცნო, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეხებოდა.

   ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ტარიელ ცომაიამ ვრცელი მოხსენება გააკეთა იმ 19 პროექტზე, რომელთა მოწონებას საკანონმდებლო ორგანოში ერთხმად დაუჭირეს მხარი.

   პროექტების უმრავლესობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და გაღმა ზონაში წყალმომარაგების პრობლემის მოგვარებაზეა გათვლილი.

   დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა კითხვები დასვეს მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მე-4 საჯარო სკოლის მშენებლობაზე, რომლის დემონტაჟი უკვე დაიწყეს და მის ადგილზე ახალი, თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი სკოლის მშენებლობაა დაგეგმილი. ასევე ახალი სკოლა ექნება ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულს, რომელიც მე-4 საჯარო სკოლის მსგავსად, უახლესი ტექნოლოგიით აშენდება. სხდომაზე ისაუბრეს იანეთში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაზეც.

   ტარიელ ცომაიამ საკრებულოს წევრებს ინფრომაცია მიაწოდა 2022 წელს, მუნიციპალიტეტების დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ სამუშაოებზე. ყველა პროეტი, რაც დაგეგმილია ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელდება, ზოგიერთ სოფელში თანხების გადანაწილებით და სახეცვლილი ფორმით.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 31