განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები
RDRC.GE
აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები.

   ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორიგნის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროეტები დაათვალეირა და ადგილობრივებს გაესაუბრა.

   საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით სამტრედიაში, მოსახლეობის პრიორიტეტებზე გათვლილი რამდენიმე მსხვილი პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო.

   ე. წ. ხდკ-ს დასახლებაში 7 მრავალბინიან კორპუსს სრულად მოუწერსრიგდება ფასადი. ამავე უბანში დაგეგმილია ცენტრალური გაჩერების და სკვერის სრული რეაბილიტაცია. სამეგრელოდან ქალაქის შემოსასვლელი ავტოსადგურის ტერიტორიამდე მოეწყობა ახალი, თანამედროვე ღობეები, რაც ქალაქის იერსახეს ფუნდამენტურად შეცვლის.

   პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიციატივით პროგრამის ,,განახლებული რეგიონები“ - ს ფარგლებში , სამტრედიის მუნიციპალიტეტში, თამარ მეფის ქუჩაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, განახლდა მრავალსართულიანი სახლების ფასადები, სახურავები და მიმდებარე ტერიტორია, ეწყობა ტროტუარები და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მოსასვენებელი სივრცე. ამ ეტაპზე აღნიშნულ ლოკაციაზე მიმდინარეობს საბავშვო ატრაქციონების განთავსება.

   პარარელურად რეგიონული განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში მიმდინარეობს თამარ მეფის ქუჩაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარეკრეაციო ზონის და მოსასვენებელი პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

   თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სივრცე მოეწყო რუსთაველის N-4-ში, პარალელურად მოსასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს რუსთაველის ქუჩის N 6-ში.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 211