განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ახალგაზრდებისთვის პროექტი ,,საზაფხულო სკოლა" განხორციელდა
RDRC.GE
ახალგაზრდებისთვის პროექტი ,,საზაფხულო სკოლა" განხორციელდა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სამოქალაქო განათლების პედაგოგების კახა გალდავას და სოფო დარჯანიას ინიციატივით და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ახალგაზრდებისთვის პროექტი ,,საზაფხულო სკოლა" განხორციელდა.

   პროექტის მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამალება, აქტიური მოქალაქეობის ხელეწყობა, არაფორმალური განალების საუალებ.

   პროექტში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

   საზაფხულო სკოლაში განიხილებოდა ისეთი თემები როგორიცაა, ადამიანის უფლებები, აქტიური მოქალაქეობა, (მოხალისეობა, ინიციატივა, ადვოკატირება) კომუნიკაცია, ბულინგი.

   ახალგაზრდებთან სტუმრად მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე და კულტურის სამსახურის უფროსი, ნატალია მანჯგალაძე იმყოფებოდნენ.

   დავით ბახტაძე - ,,მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტები და ახლაგაზრდების მაქსიმალური ჩართულობა. მიხარია, რომ ამდენი კარგი და წარმატებული ახალგაზრდაა. მადლობა მინდა გადაუხადო თითოეულ მათგანს და პროექტის ავტორებს, კახა გალდავას და სოფო დარჯანიას."

   სოფო დარჯანია პროექტის ავტორი --,, ძალიან დიდი ჩართულობაა ჩვენს საზაფხულო სკოლაში და საკმაოდ კარგი გამოხმაურება ჰპოვა. დღეს ახალგაზრდების თხოვნით სტუმრად გვყავდა მუნიციპალიტეტის მერი. განვიხილეთ აქტუალური საკითხები. ვფიქრობ, აღნიშნული პროექტი მომავალში კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს შეიძენს."

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 274