განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სანაპიროს ქუჩის მცხოვრებლებთან შეხვედრა
RDRC.GE
სანაპიროს ქუჩის მცხოვრებლებთან შეხვედრა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე, პირველ მოადგილესთან, ლადო ზაქრაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სანაპიროს ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა.

   სანაპიროს ქუჩაზე უახლოეს ხანში კაპიტალური გზა მოეწყობა.

   ბეტონის გზის დაგების სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ფინანსდება და ტენდერში გამარჯვებული კომპანია შეასრულებს.

   გზის მშენებლობისთვის ამ ეტაპზე გამოცხადებულია ტენდერი.

   გელა სანიკიძე ადგილობრივი ,, ჩვენი მთავარი თხოვნა მერის მიმართ იყო გზის რეაბილიტაცია. დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ყველანი გახარებულები ვართ, რომ უახლოეს ხანში ჩვენთან კაპიტალური გზა გაკეთდება."

   დავით ბახტაძე- ,,ჩვენ გვაქვს კარგად გააზრებული გეგმები და ხედვები, რომელიც იმ გამოწვევებს ეხმაურება რაც სამტრედიელების წინაშე დგას. თითოეული პროექტი მორგებულია მოსახლეობის საჭიროებებზე."

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 303