განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » გაიმართა სამტრედიის გრან-პრი ცხენოსნობაში
RDRC.GE
გაიმართა სამტრედიის გრან-პრი ცხენოსნობაში
კატეგორია:  სიახლე, სპორტი

სურათი

   სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის და საცხენოსნო სპორტული კლუბის ორგანიზებით, ცხენოსნობაში სამტრედიის გრან-პრი გაიმართა.

   იპოდრომზე შეკრებილ გულშემატკივარს საშუალება ჰქონდა თვალი ედევნებინა დოღის, ისინდისა და ცხენბურთისთვის. დღესვე გამოვლინდნენ გამარჯვებულები.

   დოღში სუფთა სისხლი 1800 მეტრიან დისტანციაზე ზუგდიდელმა თორნიკე თოდრიამ პირველი ადგილი დაიკავა.

   დოღში სუფთა სისხლი 1600 მეტრიან დისტანციაზე პირველი ადგილი აბაშის წარმომადგენელმა საბა თელიამ, ხოლო დოღში სუფთა სისხლი 1400 მეტრიან დისტანციაზე ზუგდიდელი საბა ეხვაია გახდა ლიდერი.

   დოღში ნახ.სისხლის 1000 მეტრიანი დისტანცია სამტრედიელი ვასო კალაძის გამარჯვებით დასრულდა.

   გულშემატკივართა ემოცია გაამძაფრა ცხენბურთმა, რომელშიც სამტრედიის გუნდმა გამარჯვება მოიპოვა. ჩვენმა თანაქალაქელებმა ისინდშიც პირველი ადგილი აიღეს.

   გუნდურ პირველ ადგილზე გავიდა სამტრედიის გუნდი.

   მნიშვნელოვანია, რომ დღეს სამტრედიის იპოდრომზე წარმოდგენილი იყვნენ სამტრედის, თბილისის, ახმეტის ჩოხატაურის, აბაშის, ზუგდიდის, ყაზბეგის გუნდები.

   დავით ბახტაძე: - ვხედავთ, რომ ხალხი არ ივიწყებს ისეთ ეროვნულ საცხენოსნო სახეობებს, როგორიცაა ცხენბურთი, ისინდი. ეს ტრადიცია სამტრედიაში არა მარტო შენარჩუნებულია, არამედ საკმაოდ პოპულარულიცაა. ამას მოწმობს ინტერესი და ჩართულობა, რასაც დღეს აქ ვხედავთ. წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ მონაწილეს და ვიმედოვნებ, რომ სპორტული კლუბი კიდევ უფრო განვითარდება, ვინაიდან ეს გახლავთ ერთადერთი კლუბი მთელს იმერეთში."

   დღევანდელ ღონისძიებას მხარს უჭერდა ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები ბარ-რესტორანი ,,სამტერასა" და ლუდის სახლი ,,3D". მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ მოადგილესთან გიორგი მეიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ვაჟა სტურუასთან ერთად გამარჯვებულები სპეციალურად მათთვის დაწესებული მედლებით, თასებითა და სიგელებით დააჯილდოვეს.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 260