განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამტრედიის საჯარო სკოლებში 2022-2023 სასწავლო წელი დაიწყო.
RDRC.GE
სამტრედიის საჯარო სკოლებში 2022-2023 სასწავლო წელი დაიწყო.
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   სამტრედიის საჯარო სკოლებში 2022-2023 სასწავლო წელი დაიწყო.

   სკოლებში დილიდან საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობდა. საქართველოს დროშის აღმართვა ჰიმნის ფონზე დღის დასაწყისი იყო.

   მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან, თინათინ ხარძიანთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მე- 4 საჯარო სკოლის ღონისძიებას დაესწრო და მოსწავლეებს და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

   ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მე-4 საჯარო სკოლის ძველი, ამორტიზირებული შენობის დემონტაჟი, სკოლა დროებით მე-3 საჯარო სკოლის შენობაში არის განთავსებული.

   როგორც მერმა განმარტა ახალი სკოლის მშენებლობისთვის გამოცხადებულია ელექტრონული ტენდერი. სამ ოქტომბერს დასრულდება წინადადებების მიღება, მომდევნო წლის დასაწყისში დაიწყება ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მე-4 საჯარო სკოლის მშენებლობა.

   კულაშის ვ. მკურნალის სახელობის და მელაურის საჯარო სკოლებს სტუმრობდა საკრებულოს თავმჯდომარე, ნუგზარ ჯამბურია საკრებულოს დეპუტატებთან, გოჩა არველაძესთან და ირაკლი მელაშვილთან ერთად. მათ ახალი საზწავლო წელი მიულოცეს სკოლების პედაგოგებს და მოსწავლეებს. საკრებულოს თავმჯდომარემ დღეს პირველკლასელებს პორტაბელური კომპიუტერებიც გადასცა და წარმატებები უსურვა მათ

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 230