განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ჩემპიონატი ფეინთბოლში
RDRC.GE
ჩემპიონატი ფეინთბოლში
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   მიმდინარე წლის 22 სექტემბერს სამტრედიის სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე საქართველოს ფეინთბოლის ფედერაციის ორგანიზებით და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართება ჩემპიონატი ფეინთბოლში, სადაც მონაწილეობას მიიღებს 15 - დან 29 წლამდე ახალგაზრდები.

   ღონიძიების ჩატარების მიზანია ახალგაზრდების ჩართვა ექსტრემალურ სპორტში.

   დაინტერესებულმა პირებმა, ტურნირში მონაწილეობის მისაღებად, ინფორმაცია ( სახელი-გვარი,პირადობის/დაბადების მოწმობის ასლი, საკონტაქტო ტელეფონი) უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე - samtrediasport@gmail.com ფეინთბოლი არის ექსტრემალური, ტექნიკურ-სპორტული თამაში, რომელიც წარმოადგენს საბრძოლო ქმედებების იმიტაციას განსაზღვრულ ტერიტორიაზე.

   ამისათვის გამოიყენება სპეციალური პნევმატური იარაღი (ე.წ. მარკერი) და საღებავიანი ჟელატინის ბურთულები.

   თამაშები მიმდინარეობს ტყეებში, ღია მოედნებზე, შენობებში, ბუნებრივი და ხელოვნური ბარიერებისა და საფარების გამოყენებით.

 

 საკონტაქტო:

 595177172 აკაკი ჭანჭალეიშვილი

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 200