განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ინფრასტრუქტურული პროექტები სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს
RDRC.GE
ინფრასტრუქტურული პროექტები სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული პროექტები სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს.

   დღეს მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ მოადგილესთან, ვლადიმერ ზაქრაძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, ზურაბ გოგიასთან ერთად საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მიმდინარე პროექტები დაათვალიერა.

   ბეტონის გზის საფარი იგება სოფელ ეწერბაშში, საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს ,,აპი ჯეოს" მიმდებარედ, რაც ადგილობრივების საჭიროების გარდა მეწარმეობის განვითარებასაც შეუწყობს ხელს. აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,გაკო" ასრულებს.

   დღესვე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღმაშენებლის პირველი, მეორე და მესამე ჩიხებში გზის ასფალტ-ბეტონით მოპირკეთების პროცესი ნახეს. შპს ,,ლატექსი" აღნიშნულ ჩიხებში ჯამში 1 კმ-მდე გზას აწესრიგებს.

   დავით ბახტაძე: ,,სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსების ფარგლებში ხორციელდება. სამუშაოების განხორციელება ხელს უწყობს ადგილობრივთა დასაქმებას და გადაადგილების კომფორტული პირობების შექმნას. საგზაო ინფრასტრუქტურაზე პროექტების დიდი წილი მოდის. ასევე სამუშაოები იწყება სოფ. დიდ ჯიხაიშში 37-ე და 38-ე ქუჩებზე, ბეტონის საფარის გზები იგება სოფ.ზემო ტოლებში ეკომიგრანტთა უბანში, სოფ.დაბლა გომში მე-4 ქუჩაზე, სოფლების გომმუხაყრუა-გომნატეხების დამაკავშირებელ გზაზე, სანაპიროს ქუჩაზე, ასფალტის საფარი დაიგება ყოფ. სასტუმროს ეზოში და სოფ.ღანირში ღაღანიძეების უბანში."

   ამ ეტაპზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში დაგეგმილი მე-2 ეტაპი მიმდინარეობს.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 234