განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში
RDRC.GE
დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით, ათი სამიზნე მუნიციპალიტეტისთვის ტრენინგების სერია დაიწყო.

   დღეს შეხვედრა სამტრედიის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან გაიმართა.

   სამუშაო შეხვედრები, რომელსაც დამოუკიდებელი ექსპერტი - ანა აბაშიძე უძღვება, ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობისა და გენდერული მეინსტრიმინგის საკითხების, სამართლებრივი ჩარჩოსა და პრინციპების გაცნობას შეეხო.

   შეხვედრის მონაწილეებმა გენდერული უთანასწორობის საფუძვლების, ადგილობრივი და საერთაშორისო საკანონმდებლო რეგულაციებისა და გენდერული თანასწორობის მიღწევის სტრატეგიების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს, რის შემდეგაც, გუნდური სამუშაო სესია მოეწყო, სადაც მონაწილეებმა აღნიშნული მიმართულებებით, მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და ექსპერტეთან ერთად, მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

   აღნიშნული შეხვედრები პროექტის - ,,დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 230