განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენელ საჯარო მოხელეებთან შეხვედრა
RDRC.GE
ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენელ საჯარო მოხელეებთან შეხვედრა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ნუგზარ ჯამბურია, მოადგილეებთან, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეებთან და აპარატის თანამშრომლებთან ერთად ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენელ საჯარო მოხელეებს შეხვდა.

   გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი იბრაგიმ ხალილ ბაირამივი და დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ამამლოს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის სპეციალისტი მურადდინ იუსუბოვი დღეს, სამტრედიის მუნიციპელიტეტის საკრებულოში მიმდინარე პროცედურულ და სტრუქტურულ საკითხებს გაეცნენ.

   საჯარო მოხელეები სამტრედიაში 1 კვირაა პრაქტიკის კურსის ფარგლებში იმყოფებიან და საჯარო მოხელეთა ინტეგრაციის პროგრამის განხორციელებას ზ. ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის პრაქტიკის ტრენერების ნიკოლოზ სანაძისა და ირაკლი მაჭავარიანის თანხლებით ეცნობიან.

   პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ენისა და დარგობრივი ენის კომპეტენციების განვითარებას, ხელს უწყობს სამუშაო სივრცეში ქართული ენის აქტიურ გამოყენებას და ერთიან საზოგადოებრივ სივრცეში ინტეგრაციას.

   დღევანდელ შეხვედრაზე სტუმრებმა საკრებულოს თავმჯდომარისგან ამომწურავი და საჭირო ინფორმაცია მიიღეს საკანონმდებლო ორგანოს წევრების, კომისიების, ფრაქციების და აპარატის მუშაობის შესახებ. ,,მსგავსი საქმიანი ურთიერთობების გაზიარება ეს არის წარმატებული სვლა, რომელიც სახელმწიფომ წამოიწყი. მადლობა პროსქტის ავტორებს ამ შესაძლებლობისთვის," აღნიშნა ნუგზარ ჯამბურიამ.

   ურთიერთთანამშრომლობის, გამოცდილების გაზიარების და ახალი შესაზლებლობების ხელშეწყობის ფარგლებში უკვე გაფორმდა მემორანდუმიც.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 207