განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამტრედიაში ახლად რეაბილიტირებული საჭიდაო სპორტული დარბაზი გაიხსნა
RDRC.GE
სამტრედიაში ახლად რეაბილიტირებული საჭიდაო სპორტული დარბაზი გაიხსნა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   სამტრედიაში ახლად რეაბილიტირებული საჭიდაო სპორტული დარბაზი გაიხსნა.

   17 წლის წინ დაარსებულ სპორტულ ცენტრს ამ ხნის განმავლობაში ყველაზე დიდი სარემონტო სამუშაოები პირველად ჩაუტარდა. გამოიცვალა კარ-ფანჯარები, მოწესრიგდა სველი წერტილები და გათბობის სისტემა, დაიგო ახალი ტატამი, რაც 80-მდე ახალი თაობის მოჭიდავისთვის დიდი სტიმულია.

   დარბაზი საზეიმო ვითარებაში მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან ნუგზარ ჯამბურიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.

   ,, მუნიციპალიტეტის ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი კვლავ სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას უკავშირდება. ჩვენ ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში შევძელით ამ დარბაზის რეაბილიტაცია, რაც სპორტის ამ სახეოებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის კომფორტული გარემოს შეუქმნის. ამ მიმართულებით კიდევ ბევრი პროექტია სამტრედიაში დაგეგმილი და ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით მომავალშიც გაგრძელდება " აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 191