განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში თათბირი გაიმართა
RDRC.GE
დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში თათბირი გაიმართა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე უძღვებოდა.

   დღევანდელ თათბირზე მერმა, მერიის სამსახურის უფროსებთან, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტურქტურულ პროექტებზე ისაუბრა და მშენებარე კომპანიებს სამუშაოების, მაქსიმალურად ხარისხიანად შესრულებისკენ მოუწოდა.

   დავით ბახტაძე-,,მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში საკმაოდ დიდი მოცულობის პროექტები ხორციელდება, ბევრი პარამეტრის გათვალისწინებით. ფუნქციურად სხვდასხვა დანიშნულების პროექტების მართვა მშენებელ კომპანიებთან ერთად მაქსიმალურ კონტროლზე უნდა ავიყვანოთ. "

   მუნიციპალიტეტის მერმა ბიუჯეტის პარამეტრების გათვალისწინებით თანხობრივ მაჩვენებელზეც გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ 35 მლნ. ბიუჯეტიდან 19 მლნ-მდე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მოდის. აქ გათვალისწინებულია ადგილობრივი და სხვა მსხვილი პროექტების ფონდებიდან დაფინანსებული სამუშაოები.

   მერმა დეტალური ინფორმაცია მიიღო ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისგან მათ სამოქმედო ტერიტორიაზე მიმდინარე პროექტების შესახებ.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 179