განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ასფალტ - ბეტონით მოპირკეთების სამუშაოების დათვალიერება
RDRC.GE
ასფალტ - ბეტონით მოპირკეთების სამუშაოების დათვალიერება
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   დღეს მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, ჯიხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, 37- და 38-ე ქუჩებზე ასფალტ-ბეტონით მოპირკეთების სამუშაოები დაათვალიერა.

   რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით აღნიშნულ ლოკაციაზე 2 კმ-იანი, მჭიდროდ დასახლებული მონაკვეთი წესრიგდება.

   როგორც მერის წარმომადგენელმა ჯიხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნუგზარ ნუცუბიძემ განმარტა, ამ მონაკვეთზე ასფალტირებული გზა არასდროს ყოფილა.

   დავით ბახტაძე: ,, სამუშაოების ვიზუალური დათვალიერება გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ყველაფერი ხარისხიანად სრულდება. დაცულია გეგმა-გრაფიკი. პროექტს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,არქეოპოლისი", აღნიშნული გზის მოწესრიგება კომფორტულ პირობებს შეუქმნის ადგილობრივებს გადაადგილებისთვის, ასევე ხელსაყრელი პირობები შეიქმნება საოჯახო მეურნეობებისთვის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მოყვანისა და რეალიზებისთვის."

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 215