განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » დღეს სამტრედიის მე–10 ბაგა–ბაღში საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა
RDRC.GE
დღეს სამტრედიის მე–10 ბაგა–ბაღში საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   დღეს სამტრედიის მე–10 ბაგა–ბაღში საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა კრეატიული და ენერგიული ბაგა–ბაღის მმართველი ქეთევან შაშიაშვილის ორგანიზებით არაერთი საინტერესო აქტივობა განხორციელებულა.

   პატარებმა დღევანდელ ფერად აქტივობას ,, ბარაქიანი შემოდგომა „ უწოდეს.

   ბავშვებმა ლექსი, სიმღერა და ცეკვა მიუძღვნეს ტკბილ შემოდგომას. თავიანთი ხელით ამოავლეს თათარაში ჩურჩხელები და გაუმასპინძლდნენ სტუმრობს. თავად მოწურეს ყურძნით დახუნძლული სავსე მეტევნები და პატრიოტული სულისკვეთებით დალოცეს სამშობლო. ღონისძიებას კიდევ უფრო შთამბეჭდავს და სახალისოს ხდიდა ანიმატორების მიერ წარმოდგენილი ნომრები. შემოგომის ოქროსფერ ფრებში მორთულ–მოკაზმული ინტერიერი კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდიდა ,,ბარაქინი შემოდგომის“ სიდიადეს. ღონისძიებაში თანაბრად იყო ჩართული 3–4 წლიანი ჯგუფის ყველა ბავშვი. სპეციალური საჭიროების მქონე აღსაზრდელებთან, აქტიურად და შედეგიანად მუშაობს სპეც მასწავლებელი ხატია თევზაძე პატარების მიერ წარმოდგენილ საზეიმო ნომრებს ნათლად ეტყობოდა მეთოდისტ მანანა გოდუაძის მაღალი პროფესიონალიზმი და გამოცდილება. ბავშვებმა ამაგი დაუფასეს აღმზრდელ ლელა გაბადაძეს , ირმა ბურკაძესა და ნანა გაგუას. აღსაზრდელებმა მრავალფეროვანი და მხიარული მუსიკალური ნომრების წარმოდგენა მუსიკის პედაგოგის ხათუნა გოგიას დახმარებით შეძლეს.

   მე–10 ბაგა–ბაღში შემოგომა 2022 ხვავითა და ბარაქით აღინიშნა

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 254