განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » საინფორმაციო შეხვედრა იმერეთის რეგიონის ფერმერებთან და საკონსულტაციო ცენტრების წარმომადგენლებთან
RDRC.GE
საინფორმაციო შეხვედრა იმერეთის რეგიონის ფერმერებთან და საკონსულტაციო ცენტრების წარმომადგენლებთან
კატეგორია:  სიახლე

სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სამეცნიერო კვლევითი ცენტრის სამსახურების წარმომადგენლებმა სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში საინფორმაციო სახის შეხვედრა ჩაატარეს. შეხვედრა გაიმართა იმერეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის საინფორმაციო–საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლებთან და ფერმერებთან. სამინისტორს წარმომადგენლებმა სამი ძირითადი მიმართულებით ისაუბრეს, მათ შორის თხილის მოვლა–მოყვანის აგროტექნოლოგიური ღონისძიებები, თხილის მავნებლებთან(განსაკუთრებთ აზიური ფაროსანა) ბრძოლის ღონისძიებები და თხილის დაავადებებთან(მათ შორის სოკოვანი) ბრძოლის ღონისძიებები. აღნიშნულ თემებზე პრეზენტაცია წარადგინეს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დეპარტამენტის ხელძღვანელმა ზვიად ბობოქაშვილმა და სოფლის მეურნეობის კვვლევითი ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ ხიდაშელმა.შეხვედრას ესწრებოდა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე რევაზ ასათიანი. მსგავსი სახის სასწავლო–ტექნიკური სემინარები გაიმართა ზუგდიდში, ხელვაჩაურსა და ოზურგეთში. ფერმერებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს თანამედროვე ტექნოლოგიებით თხილის მოვლა –მოყვანა, დაავადებებთან და მავნებლებთან ეფექტური ბრძოლა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1124