განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » წიგნ-ალბომი ,,დერჩის ქვების ღაღადისი" სამტრედიელმა საზოგადოებამ გაიცნო
RDRC.GE
წიგნ-ალბომი ,,დერჩის ქვების ღაღადისი" სამტრედიელმა საზოგადოებამ გაიცნო
კატეგორია:  სიახლე, კულტურა

სურათი

   წიგნ-ალბომი ,,დერჩის ქვების ღაღადისი", რომელიც ფილოლოგიის დოქტორის, მარიამ მარჯანიშვილის მორიგი ნამუშევარია, დღეს მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, სამტრედიელმა საზოგადოებამ გაიცნო.

   როგორც თავად ავტორი აღნიშნავს, შეეცადა ქართველი მოქანდაკე, ემიგრაციაში მცხოვრები ნოდარ ბანძელაძე შემოქმედებითად დაებრუნებინა

   უზბეკეთში ,,ნებაყოფლობით" ემიგრაციაში მოხვედრილი ნოდარ ბანძელაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის გაცნობა დღეს საკმაოდ ემოციური გამოდგა. ადამიანი, რომელმაც ხელოვნებაში დიდი ეპოქა შექმნა, დღეს კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა აღმოაჩინა.

   ,,ყოველთვის მიხარია სამტრედიაში ჩამოსვლა, რასგან აქ წიგნიერი და ინტელექტუალურად დახუნძლული ადამიანები მხვდებიან. განსაკუთრებული ადგილია ბიბლიოთეკა, სადაც წიგნის მოყვარული საზოგადოება და ახალგაზრდობა იკრიბება," დასძინა მარიამ მარჯანიშვილმა.

   შეხვედრას ესწრებოდნენ და ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები სხვადასხვა საჯარო სკოლებიდან. მათ ,,დერჩის ქვების ღაღადისიდან" საინტერესო ეპიზოდები ამოიკითხეს.

   პრეზენტაციას და ავტორთან შეხვედრას დაესწრო მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, გიორგი მეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ნათია პაპავა, ხელისუფლებისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.

   შეხვედრის დასაწყისში გაზეთ ,,სამტრედიის მაცნეს" პასუხისმგებელმა მდივანმა, ლევან გაბეჩავამ მარიამ მარჯანიშვილის მრავალმხრივ საქმიანობაზე ისაუბრა და მას სამტრედიელების პატივისცემა დაუდასტურა.

   ღონისძიების ორგანიზატორებმა, ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა, მარიამ მარჯანიშვილის სამტრედიასთან მჭიდრო კავშირს გაუსვეს ხაზი და დასძინეს, რომ იგი ჩვენი ქალაქისთვის ყოველთვის სასურველი სტუმარია.

   პრეზენტაციის დასასრულს ბიბლიოთეკის დირექტორმა, ლამარა დუნდუამ მოწვეულ სტუმარს სამსხოვრო საჩუქრები გადასცა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 268