განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » საჩხერის თეატრ ,,პაოლოს" მსახიობთა დასმა, თომას ელიოტის ,,ფუტურო ადამიანები" წარმოადგინა
RDRC.GE
საჩხერის თეატრ ,,პაოლოს" მსახიობთა დასმა, თომას ელიოტის ,,ფუტურო ადამიანები" წარმოადგინა
კატეგორია:  სიახლე, კულტურა

სურათი

   დღეს, სამტრედიაში, პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის თეატრ ,,პაოლოს" მსახიობთა დასმა, თომას ელიოტის ,,ფუტურო ადამიანები" წარმოადგინა.

   რეჟისორ გიორგი მეტონიძის ჩანაფიქრი - ვიპოვოთ საკუთარ თავში ადამიანი, შევაფხიზლოთ ერთმანეთი და შევიგრძნოთ ჭეშმარიტი ბედნიერების არსი, მაყურებლამდე საოცარო არტისტობით შესრულებულმა სცენებმა მიიტანა.

   სამყარო, რომელიც ჯოჯოხეთს დაამსგავსეს მარიონეტად ქცეულმა ადამიანებმა, აპოკლაიფსის ზღვარზე დგას. ,,საბედნიეროდ, ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავში პოულობენ პრობლემას და ცდილობენ მის აღმოფხვრას, ეძებენ გამოსავალს. ეს გახლავთ ჭეშმარიტი ბედნიერების ძიების სურვილი, რომლეიც ადამიანური ცივილიზაციის პირველ ნიშანს, ზრუნვას უკავშირდება. მადლობა დღევანდელი დღისთვის სამტრედიელ მაყურებელს, მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ დავით ბახტაძეს, რომლის სურვილი იყო ჩვენი აქ ჩამოსვლა, " აღნიშნა გიორგი მეტონიძემ.

   საჩხერის თეატრალურმა დასმა აღნიშნული წარმოდგენით, წელს, ფესტივალზე ,,თეატრალური ინერეთი" საუკეთესო რეჟისურისთვოს მთავარი პრიზი მიიღო.

   სპექტაკლის შინაარსობრივ მხარეს საინტერესო ქორეოგრაფია (ბუბა სავანელი) და მუსიკალური გაფორმება (ლიკა დარბაიძე) კიდევ უფრო მისტიკურს ხდიდა და აპოკლაიფსოს თემას ცხადად წარმოადგენდა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 213