განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა
RDRC.GE
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე უძღვებოდა.

   საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხები განიხილეს. მათ შორის, დეტალურად იმსჯელეს მიმდინარე, დასრულებულ და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების, ასევე მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.

   დავით ბახტაძემ შეხვედრის მონაწილეებს, ინფორმაცია მიაწოდა იმ მასშტაბური პროექტების შესახებ, რომელთა განხორციელებაც მუნიციპალიტეტის მასშტაბით იგეგმება. თავის მხრივ, საბჭოს წევრებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს თავიანთი წინადადებები და მოსაზრებები გააცნეს.

   როგორც მუნიციპალიტეტის მერმა განმარტა, მომავალში საბჭოს აქტიური მუშაობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მუნიციპალიტეტის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით. შეხვედრაზე განიხილეს მომდევნო წლის ბიუჯეტის პარამეტრები.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 245