განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ანსამბლი ,,ქართული ხმები" სამტრედიაში პროექტით ,,წუთისოფელი" მაყურებლის წინაშე წარსდგა
RDRC.GE
ანსამბლი ,,ქართული ხმები" სამტრედიაში პროექტით ,,წუთისოფელი" მაყურებლის წინაშე წარსდგა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   ლეგენდარული ანსამბლი ,,ქართული ხმები" სამტრედიაში პროექტით ,,წუთისოფელი" მაყურებლის წინაშე, დღეს, ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრში წარსდგა.

   საათნახევრიანი პროგრამამ ჩვენი ქვეყნის თავგადასავალი ისე დაიტია, კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა ვინა ვართ, საიდან მოვდივართ, რა გადავიტანეთ, როგორ მოვაღწიეთ აქამდე, ვინ იყვნენ ჩვენი წინაპრები და საითკენ მივდივართ.

   როგორც ,,ქართული ხმების" ერთ-ერთი სოლისტი და პროექტის წამყვანი, თემურ ჭკუასელი ჩვენთან საუბარში აცხადებს, ,,წარსულის ცოდნამ მომავლის შეცნობა უნდა გაგვიადვილოს. პროექტით ,,წუთისოფელი" ვცდილობთ იმ მიძინებული გრძნობების გაღვიძებას, რასაც ჰქვია სამშობლო, სიყვარული, მეგობრობა. უზომოდ გახარებული ვარ დღეს. სამტრედიელი მაყურებლის ემოცია ჩვენც გადმოგვედო."

   დღევანდელი შეხვედრა პროექტის ფარგლებში მერვედ შედგა და იგი სამტრედიაში მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

   ,,ქართული ხმების" კონცერტს ესწრებოდა მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ნუგზარ ჯამბურია და ხელისუფლების წარმომადგენლები.

   დღევანდელი დღე განსაკუთრებით სასიამოვნო იყო სამტრედიელებისთვის, ვინაიდან ,,ქართული ხმების" ღირსეული წარმომადგენელი, ჩვენი მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, გივი ჭიჭინაძე, მაყურებლის წინაშე განსაკუთრებული პატივისცემით წარსდგა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 194