განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სოფელ ჩხენიშის მოსახლეობათა შეხვედრა
RDRC.GE
სოფელ ჩხენიშის მოსახლეობათა შეხვედრა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურიამ და საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის წევრებმა ნაბაკევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩხენიშის მოსახლეობას შეხვდნენ.

   მოგეხსენებათ, რომ სულ რამდენიმე დღის წინ სოფელ ჩხენიშში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო ამბულატორია გაიხსნა.

   სოფელ ჩხენიშის მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილობით მიმართა ამბულატორიისთვის მიენიჭებიათ სოფლის მკვიდრი, უდიდესი ღვაწლის მქონე ექიმის პროფესორ რევაზ სალაყაიას სახელი.

   მოთხოვნის საფუძველზე, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები პროცედურულად ეწვივნენ სოფლის მოსახლეობას, რათა კიდევ ერთხელ განეხილათ აღნიშნული საკითხი.

   ნაბაკევის თემის წარმომადგენლები დღესაც მადლიერები არიან თანასოფლელი რევაზ სალაყაიას და პატივისცემის ნიშნად სოფლის სამედიცინო ამბულატორიას მიენიჭოს პროფერ რევაზ სალაყაიას სახელი.

   მოგახსენებთ, რომ ექიმი ურლოგი რევაზ სალაყაია სოფელ ჩხენიშის მკვიდრი იყო, რომელსაც საქართველოში სამედიცინო საზოგადოებაში დიდ პატივს სცემდნენ.

   რევაზ სალაყაიას ამბულატორიისთვის სახელის მინიჭება, სოფლის მოსახლეობის მთხოვნის საფუძველზე დადგა დღის წესრიგში.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 266