განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » იანეთში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
RDRC.GE
იანეთში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   იანეთში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

   ახალი საბავშვო ბაღი ყველა თანამედროვე სტანდარტს უპასუხებს, კეთილმოეწყობა ეზო, სადაც განთავსდება ატრაქციონები და სათამაშო მოედანი.

    ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორიგნის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ვაჟა სტურუასთან, ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ამირან თევდორაძესთან და საკრებულოს ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან, ტარიელ ცომაიასთან ერთად, მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად პროექტით გათვალისწინებული დეტალები განიხილა.

   როგორც მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, სამუშაობი გეგმა-გრაფიკის დაცვით მიმდინარეობს.

  ბაღის მშენებლობას ტენდერში გამარჯვენული კომპანია ,,ინჟმშენი 96" ახორციელებს.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 210