სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2022 წლის მარტის თვის ბიუჯეტის შესრულების ანალიზი
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72
RDRC.GE
სამტრედიელი კარატისტი გოგონები საქართველოს ნაკრების წევრები გახდებიან
კატეგორია: სიახლე
2017 წლის 3-4 ნოემბერს ქალაქ თელავში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი კიოკუშინკაი კარატეში , ბავშვთა და მოზარდთა შორის . სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ სამტრედიის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სპორტული სკოლის კარატეს ჯგუფის წევრები. ტრადიციულად წარმატებით იასპარეზეს გოგონებმა. ჩემპიონის ტიტული და პირველი ადგილი დაიკავა მანანა მუქერიამ , ხოლო მეორე საპრიზო ადგილის მფლობელი მარიამ გოგიტაური გახდა . მომავალი წლიდან მანანა მუქერია და მარიამ გოგიტაური საქართველოს ნაკრების წევრები იქნებიან და მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში