განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში
RDRC.GE
კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, სათემო ფორუმი გაიმართა. შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ნიკ ბერესფორდმა გახსნეს.

   სათემო ფორუმში ათი სამიზნე მუნიციპალიტეტის (ლაგოდეხი, თელავი, ახმეტა, სიღნაღი, გორი, სამტრედია, აბაშა, სენაკი, ხობი, ქობულეთი) მერიების, საკრებულოების, სათემო და საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

   სათემო ფორუმს ესწრებოდნენ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია, სპორტის კულტურისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი ნატალია მანჯგალაძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელი ეთერ არველაძე, ბაღების გაერთიანების დირექტორის მოადგილე მარინა შენგელია და საინფორმაციო ცენტრის დირექტორი სოფიო კირთაძე

   სამტრედიი მუნიციპლიტეტის მერმა ოფიციალურ შეხვედრაზე დაწვრილებით ისაუბრა მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე , რომელიც ხელსშეუწყობს გარემოსდაცვით კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირებას.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 180