განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე, საზოგადოების წინაშე 2022 წლის ანგარიშით წარსდგა
RDRC.GE
მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე, საზოგადოების წინაშე 2022 წლის ანგარიშით წარსდგა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე, საზოგადოების წინაშე 2022 წლის ანგარიშით წარსდგა.

   სამტრედიაში განხორციელებული და დაგეგმილი ყველა პროექტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოქალაქეები 2 საათის განმავლობაში ისმენდნენ.

   მუნიციპალიტეტის მერმა ყურადღება გაამახვილა საგზაო, სპორტულ და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობის განხორციელებულ პროექტებზე.

   აქცენტი გაკეთდა სოფლებში მოსახლეობასთან ერთად დაგეგმილ პრიორიტეტებზე.

   წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე მერმა განხორცილებული პროექტების ბიუჯეტი დეტალურად განიხილა და მომავალი წლის ფინანსურ დოკუმენტზეც ისაუბრა. ,, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო როგორც სოციალური, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტები. ვზრუნავთ ტურიზმის განვითარების მიმართულებით და ახალგაზრდებში როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური მდგომარეობის განვითარების კუთხით. მადლობას ვუხდით ყველა იმ საერთაშორისო, არასამთავრობო და სამთავრობო სტრუქტურას, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ სამტრედიელების ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ." აღნიშნა დავით ბახტაძემ.

   დღევანდელ შეხვედრაზე 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითად პარამეტრებზეც გამახვილდა ყურადღება. პრიორიტეტული კვლავ ინფრასტრუქტურის განვითარება, სოციალური, კულტურული, საგანამნათლებლო, ტურიზმის, ახალგაზრდული მიმართულებების გაძლიერება იქნება.

   ანგარიშის მოსმენას ესწრებოდნენ საჯარო და სამოქალაქო სექტორის და DMO იმერეთის წარმომადგენლები.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 200