განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრში სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფების ფესტივალი ჩატარდა
RDRC.GE
ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრში სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფების ფესტივალი ჩატარდა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრში, სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფების ფესტივალი ჩატარდა.

   ფესტივალმა სამტრედიელებს შორის დიდი გამოხმაურება პოვა, მასში მონაწილეობას იღებდნენ სამტრედიის მუნიციპალიტეტში არსებული სახელოვნებო და სამუსიკო, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლისა და ე. მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფები და ანსამბლები.

   ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

   დავით ბახტაძე - ,,ფესტივალი ყოველთვის ზეიმი, დღესასწაული და სასურველი განწყობაა, რომელსაც უამრავ ადამიანთან ერთად ვიზიარებთ. მიხარია, რომ ამდენი სამტრედიელი შეიკრიბა აღნიშნულ ფესტივალზე. თითოეული ნომერი მაღალი პროფესიონალიზმით იყო წარმოდგენილი და კარგად ჩანდა როგორც პედაგოგების, ასევე მოსწავლეების შრომა და ნიჭიერება. მიხარია, რომ ბევრი წარმატებული შემოქმედებითი ჯგუფი გვყავს სამტრედიელებს."

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 206