განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » დღეს მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკამ საჯარო ლექციას უმასპინძლა
RDRC.GE
დღეს მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკამ საჯარო ლექციას უმასპინძლა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   დღეს მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკამ საჯარო ლექციას უმასპინძლა.

   წმ. მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის მართლმადიდებლური სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებელმა, ირაკლი მაჭავარიანმა და გაზეთ ,,სამტრედიის მაცნეს" პასუხისმგებელმა მდივანმა, ლევან გაბეჩავამ იდეა ბიბლიოთეკის მესვეურებთან ერთად განახორციელეს.

   ირაკლი მაჭავარიანმა ვრცელი მოხსენება გააკეთა წმ. გრიგოლ ფერაძის ცხოვრების, მოღვაწეობის და მოწამებრივი ღვაწლის შესახებ.

   დღევანდელმა ლექციამ კიდევ ერთხელ დააფიქრა საზოგადოება ისეთ ზნემაღალ საქციელზე, რასაც სხვათა კეთილდღეობისთვის საკუთარი სიცოცხლის დათმობა ჰქვია....

   საჯარო ლექციას ბიბლიოთეკის ერთგული მკითხველები, საჯარო სკოლის მოსწავლეები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 146