განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სოფელ დიდ ჯიხაშში ადგილობრივი მნიშვნელობის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
RDRC.GE
სოფელ დიდ ჯიხაშში ადგილობრივი მნიშვნელობის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, სოფელ დიდ ჯიხაშში, N 21 ქუჩიდან სოფელ ჭაგნის მიმართულებით, ადგილობრივი მნიშვნელობის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

   ამ წუთებში, ასფალტ-ბეტონის საფარის დასაგებად მოსამზადებელი სამუშაოები მზადდება.

   აღნიშნული გზა ერთმანეთს დააკავშირებს ორ დასახლებას და ხელს შეუწყობს ადგილობრივების კომფორტულ გადაადგილებას. ასევე გაიზრდება სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოყვანის რეალიზება.

   გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ჯიხაიშში მე-40 და 23 ქუჩებზე, პროექტი გარდამავალია და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში სრულდება.

   იანეთის ადმინისტრაციულ ერთეულში აქტიურად მიმდინარეობს 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

   ახალი საბავშვო ბაღი ყველა თანამედროვე სტანდარტს უპასუხებს, კეთილმოეწყობა ეზო, სადაც განთავსდება ატრაქციონები და სათამაშო მოედანი.

   ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორიგნის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ვაჟა სტურუასთან, ერთად, მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

   მერმა მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად პროექტით გათვალისწინებული დეტალები განიხილა და ადგილობრივებს გაესაუბრა.

   როგორც მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, სამუშაობი გეგმა-გრაფიკის დაცვით მიმდინარეობს.

   ბაღის მშენებლობას ტენდერში გამარჯვენული კომპანია ,,ინჟმშენი 96" ახორციელებს.

  

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 158