განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ორგანიზაცია ,,ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი" საახალწლოდ კვლავ აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა სახის სოციალურ აქტივობაში
RDRC.GE
ორგანიზაცია ,,ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი" საახალწლოდ კვლავ აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა სახის სოციალურ აქტივობაში
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   ორგანიზაცია ,,ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი" საახალწლოდ კვლავ აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა სახის სოციალურ აქტივობაში.

   ამჯერად, ორგანიზაციის სისხლის ბანკის სამტრედიის განყოფილების ხელმძღვანელმა, ლაშა კვანტალიანმა, სამტრედიაში მცხოვრებ, ნადირაძეების მრავალშვილიან ოჯახს, საახალწლო ნობათი ბინაზე მიუტანა.

   ,,ჩვენი ორგანიზაცია და პირადად ქალბატონი ნატალია კვანტალიანი, აქტიურადაა ჩართული მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა და მიუსაფარი მოხუცების და სხვა მოწყვლადი ჯგუფების საქველმოქმედო ღონისძიებებში. ვცდილობთ, ჩვენი მცირედი წვლილი შევიტანოთა ადამიანების დახმარების საქმეში და ამით სხვებსაც საუკეთესო მაგალითი მივცეთ," აცხადებს ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის სამტრედიის წარმომადგენლობის დირექტორი, ლაშა კვანტალიანი.

   აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ორგანიზაცია, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, აქტიურად იყო ჩართული მოსახლეობისთვის სხვადასხვა სახის დახმარების გაცემაში.

   შეგახსენებთ, სისხლის ბანკი, რომელიც 2016 წელს უშუალოდ ნატალია კვანტალიანის ინიცატივით დაფუძნდა, 2022 წლის საუკეთესო ქველმოქმედ ორგანიზაციად დასახელდა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 191