განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სამტრედიაში გრანდიოზული საახალწლო ღონისძიება ჩატარდა
RDRC.GE
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სამტრედიაში გრანდიოზული საახალწლო ღონისძიება ჩატარდა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სამტრედიაში გრანდიოზული საახალწლო ღონისძიება ჩატარდა.

   ყველა ასაკის ადამიანზე გათვლილი მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

   ქალაქის ცენტრალურ პარკში მოეწყო საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა- გაყიდვა, საბავშვო გასართობი სივრცეები. საახალწლო სათამაშოების დამზადების შესწავლა, თამაშები, სახის მოხატვა, ზღაპრის გმირები, ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან და საჩუქრები.

   ტერიტორიაზე, ასევე, განთავსდა ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.

   ქალაქის ტერიტორიაზე მოეწყო ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა და მოსიარულე ორკესტრის შოუ.

   საღამო ჯგუფი ,,მგზავრების“-ს კონცერტით და გრანდიოზული საახალწლო ფეიერვერკით დასრულდა.

   საახალწლო ღონისძიებები, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 171