განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამტრედიის მუნიციპალიტეტში სამასამდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა
RDRC.GE
სამტრედიის მუნიციპალიტეტში სამასამდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   სამტრედიის მუნიციპალიტეტში 2022 წელს, მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისწინებით და მათ საჭიროებებზე მორგებული სამასამდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. გარდამავალ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ამ წუთებშიც აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები.

   მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთობლივი ინიციატივითა და დაფინანსებით სამტრედიაში მასშტაბური პროქტი ხორციელდება.

   ეროსი მანჯგალაძის სახელობის ცენტრალური სტადიონის მიმდებარედ, სათადარიგო მოედანი ეწყობა. მიმდინარეობს სრული რეაბილიტაცია, დაიგება ხელოვნური საფარი, განთავსდება ტრიბუნები, დამონტაჟდება განათება. პროქტის განხორციელების შემდეგ სავარჯიშო-საშეჯიბრო პირობები შეიქმნება ასაკობრივი ჯგუფებისთვის, რომლებიც სხვადასხა რესპუბლიკურ ჩემპიონატებზე წარმატებებით ასპარეზობენ.

   აქტიურად მიმდინარეობს იანეთში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

   ახალი საბავშვო ბაღი ყველა თანამედროვე სტანდარტს უპასუხებს, კეთილმოეწყობა ეზო, სადაც განთავსდება ატრაქციონები და სათამაშო მოედანი.

   ახალი სკოლა შენდება ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულში. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა 300 ბავშვზეა გათვლილი.

   სრული რეაბილიტაცია უტარდება, მე-2 საჯარო სკოლის შერწყმულ სკოლას ილორის დასახლებაში.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 157