განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » კახი კალაძემ სამტრედიაში მცხოვრებ ჭაფოძეების სოციალურად დაუცველ ოჯახს სახლი შეუძინა
RDRC.GE
კახი კალაძემ სამტრედიაში მცხოვრებ ჭაფოძეების სოციალურად დაუცველ ოჯახს სახლი შეუძინა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   ტრადიცია არც 2023 წელს დაარღვია კახი კალაძემ და სამტრედიაში მცხოვრებ ჭაფოძეების სოციალურად დაუცველ ოჯახს სახლი შეუძინა. სიკეთე გადამდები აღმოცნდა ბიზნესმენ ლევან თარგამაძისთვის, რომელმაც დღეს მამა ექვთიმეს (ჩაჩუა) 7 შვილიან ოჯახს საცხოვრებელი სახლი გაასცა.

   კახი კალაძე: ,,მინდა ყველა სამტრედიელს მივულოცო შობა-ახალი წელი. მშვიდობიან და ბედნიერ საქართველოში ცხოვრება მინდა გისურვოთ. მიხარია, რომ ჩემს სამტრედიაში ბევრი სასიკეთო ცვლილებაა და ეს ბატონ დავით ბახტაძის დამსახურებაა. დღეს კიდევ ერთი ოჯახი გვინდა გავახაროთ და სახლი ვაჩუქოთ."

   ,,უღრმესი მადლობა ბატონ კახი კალაძეს და დავით ბახტაძეს, რომლებმაც ჩემს ოჯახს უჩვეულოდ ბედნიერი შობა გაუთქნეს. სიტყვებს ვერ ვპოულობ მადლიერების გამოსახატად, " განაცხადა მაია პატარიძე-ჭაფოძემ.

   დავით ბახტაძე-,,განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ კახი კალაძეს, რადგან უკვე რამდენიმეწლიან ტრადიციას არ არღვევს და ასეთ დიდ ქველმოქმედებას ეწევა. იგი მუდმივად ცდილობს შეუმსუბუქოს საყოფაცხოვრებო პირობები ისეთ ოჯახებს, რომლებსაც ეს ძალიან სჭირდებათ. სიკეთე ნამდვილად გადამდებია და ამის დასტურია ლევან თარგამაძის ქველმოქმედება. მადლობა ამ ადამიანებს ასეთი თანადგომისთვის. ყველად ბედნიერ შობას გისურვებთ."

   დღეს, სამტრედიელებს კახა კალაძემ გრანდიოზული კონცერტი აჩუქა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 151