განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » » მიმდინარე და დასრულებული პროექტების შესახებ შეხვედრა
RDRC.GE
მიმდინარე და დასრულებული პროექტების შესახებ შეხვედრა
კატეგორია:  სიახლე » სპორტი

სურათი

   მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერი ფოცხვერიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ნუგზარ ჯამბურიამ და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა, ზურაბ გოგიამ, დღეს, სამშენებლო და საპროექტო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარე და დასრულებული პროექტების შესახებ შეხვედრა გამართეს.

   სამტრედიაში უკვე დასრულებულია ყველაზე მსხვილი პროექტები, ქუჩების ასფალტ–ბეტონით მოპირკეთება. სამუშაოების უმრავლესობა ხარისხისა და გეგმა-გრაფიკის გათვალისწინებით შესრულდა.

   თათბირზე მუნიციპალიტეტის მერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქალაქის მასშტაბით მიმდინარე პროექტებზე და მშენებელ ორგანიზაციებს და ზედამხეველობის სამსახურს გააქტიურებისკენ მოუწოდა. ,,ჩვენ პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული მოქალაქეების წინაშე და მათი ყოველი მოთხოვნა, ჩვენ მიმართ სამართლიანია. თითოეული პროექტის განხორციელებისთვის სახელმწიფოს ფული იხარჯება და ამიტომ ყველა მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს დაკისრებულ მოვალეობას," განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა.

   შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მიმდინარე სამუშაოებს, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებმა კონკრეტული სოფლების მაგალითზე განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მაღალმთიან სოფლებზე, სადაც სტიქიით გათვალისწინებული პროექტების უმრავლესობა ხორციელდება.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 578