განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის N4 საჯარო სკოლა
RDRC.GE
სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის N4 საჯარო სკოლა

■ სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის N4 საჯარო სკოლა

სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის N4 საჯარო სკოლა
ტელ: 577 25 58 55

ნუგზარ კუცია

   №4 საჯარო სკოლა მდებარეობს ქ. სამტრედიაში, ჭავჭავაძის ქ. № 32-ში. სკოლის მიერ დაკავებული შენობა-ნაგებობათა ფართი შეადგენს 1750 კვ. მეტრს, ხოლო მთლიანად სკოლას უჭირავს 4367 კვ.მ.

   სკოლაში ამჟამად მუშაობს 47 თანამშრომელი, მათ შორის- 43 პედაგოგი.

   2007-2008 სასწავლო წელის მონაცემებით სკოლაში სწავლობს 501 მოსწავლე.

   სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ძირითადად აკმაყოფილებს სასწავლო პროცესისადმი წაყენებულ მოთხოვნებს: გააჩნია სასწავლო ბიბლიოთეკა, რომლის წიგნადი ფონდი შეადგენს 1500 ეგზემპლარს; სკოლას აქვს გამართული კომპიუტერული ლაბორატორია 20 კომპიუტერით; სკოლის სპორტულ დარბაზში შექმნილია ყველა პირობა ფიზკულტურულ-სპორტული მუშაობისათვის.

   № 4 საჯარო სკოლა, ყოფილი № 4 რუსული საშუალო სკოლა, ერთ-ერთი პირველთაგანია ამ ტიპის სკოლებს შორის საქართველოში, რომელიც XX საუკუნის 30 -იანი წლებიდან ითვლის თავის ისტორიას. სწორედ 1930 წელს შვიდწლიან საცდელ სკოლაში შეიქმნა რუსული კლასები. სკოლის პირველი დირექტორი იყო კ. ცაგარეიშვილი. 1934 წელს შვიდწლიანი სკოლა გადაკეთდა საშუალო სკოლად. სკოლის დირექტორად დაინიშნა ქ-ნი ტ. გეგუჩაძე, რომლის ძალისხმევითაც 1937 წელს სამტრედიაში, გორკის ქუჩაზე, რკინიგზის ტექნიკუმის შენობაში დაარსდა დამოუკიდებელი რუსული საშუალო სკოლა. ტ. გეგუჩაძე აღნიშნულ სკოლას ხელმძღვანელობდა 1984 წლამდე და ერთ-ერთი მრავალეროვანი სკოლა იყო რესპუბლიკაში. აქ სწავლობდნენ ქართველები, რუსები, უკრაინელები, სომხები, აისორები , თათრები, ებრაელები, ლატვიელები, ბოშები, შუა აზიის ქვეყნების ხალხთა შვილები.

   1959 წელს სამტრედიის რუსული საშუალო სკოლა გადაკეთდა საშუალო საგანმანათლებლო პოლიტექნიკურ შრომით სკოლად საწარმოო სწავლებით. ამ პერიოდიდან სკოლაში ათასამდე მოსწავლე სწავლობდა. 1984 წლიდან სკოლის დირექტორად დაინიშნა მ. ლორთქიფანიძე, ხოლო შემდეგ ვ. კოროლჩუკი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სკოლის კონტინგენტის შემცირება დაიწყო. ამ პერიოდში სკოლის დირექტორად დაინიშნა ი. წულაია, რომელმაც აღნიშნული სკოლის გაძლიერების მიზნით სკოლაში გახსნა ქართული ჯგუფები, რომელთა ბაზაზე შემდეგ ჩამოყალიბდა ქართული სექტორი. ამჟამად სკოლაში ფუნქციონირებს ქართული და რუსული სექტორები.

   2005 წელს სკოლის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ნ. ნოვიკოვა.

   სამტრედიის № 4 საჯარო სკოლას ბევრი სახელოვანი ადამიანი ჰყავს აღზრდილი. მათი სახელი ცნობილია არა მარტო რაიონის, არამედ რესპუბლიკისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების მასშტაბით: იგორ ბახტიაროვი, გია გვიჩია, მიშა სტურუა, ჯემალ ბეშლი-ოღლი, საშა ოსტროუხოვი, მერაბ კოკელაძე, ლილი სიხარულიძე, მიშა ამაღლობელი, ლილი კრავჩენკო, ოლეგ ნამიჭეიშვილი, გიორგი ახობაძე და სხვა.

   2005-2006 სასწავლო წელს სკოლამ განახორციელა და წარმატება მოიპოვა პროექტში „ილია ჭავჭავაძე“ და მოიპოვა გრანტი 3000 $ ღირებულებით. აღნიშნული თანხით, პროექტის პროგრამის ფარგლებში სკოლისთვის შეიძინეს კომპიუტერი, ტელევიზორი, დივიდი, ინვენტარი კომპიუტერული ლაბორატორიისთვის, ელ.გენერატორი, სასწავლო მასალა - თვალსაჩინოება კომპიუტერული სწავლებისთვის.

ჭავჭავაძის ქ. № 32

  • ნახვა: 7783