საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბიტაციო  სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს,

საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს,

   სამტრედიაში საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ამ ეტაპზე კაპიტალური გზა ეწყობა მეორე ნიგორზღვაში. აღნიშნული გზა შიდასასოფლო მნიშვნელობისაა და ამასთანავე ის წმინდა გიორგის ტაძართან მისასვლელ გზას წარმოადგენს.

   სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

   მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან ამირან თევდორაძესთან და საჯავახოს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან დავით ქორიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივებს გაესაუბრა.

   მოსახლეობამ პროექტის განხორციელებისთვის მადლიერება გამოხატა, ადგილობრივებმა დავით ბახტაძესთან საუბრისას აღნიშნეს რომ სოფელში კაპიტალური გზის არარსებობა მათ გადაადგილების პრობლემას უქმნიდა.

   დავით ბახტაძე სამტრედიის მუნიცილალიტეტის მერი ,, მიუხედავად საახალწლო დღეებისა ჩვენს მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს , ამ პერიოდისთვის გზა იგება სოფელ მეორე ნიგორზღვაში .პროექტის განხორციელება მაღალმთიანი ზონაში მცხოვრები მოსახლეობის გადაადგილების პირობებს გააუმჯობესებს .საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მსგავი სამუშაოები სამტრედიის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მთელი წლის განმავლობაში განხორციელდება ."

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი