ფაშიზმზე გამარჯვების დღე

ფაშიზმზე გამარჯვების დღე

   ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, სამტრედიის მერმა დავით ბახტაძემ და ადგილობრივმა თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

   მერმა აღნიშნა, რომ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს კიდევ ერთხელ ყველა იხსენებს ადამიანებს, რომლებმაც სიცოცხლე მშვიდობას შესწირეს.

   „ფაშიზმზე გამარჯვება არა მხოლოდ ისტორიული ფაქტია, არამედ მუდმივი შეხსენებაა, თუ რამდენად ძვირფასია თავისუფლება და მშვიდობა. მშვიდობა ჩვენი საერთო მიზანია და მისი შენარჩუნება ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. მხოლოდ ერთად და ერთიანობით შევძლებთ, შევინარჩუნოთ მშვიდობა და უზრუნველვყოთ უკეთესი მომავალი”, - განაცხადა დავით ბახტაძემ.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი