სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

   დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმათა. სხდომას ტრადიციულად საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია უძღვებოდა.

   საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს უყარეს კენჭი.

   საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ მერაბ უღრელიძის მიერ წარმოდგენილი საკითხები ძირითადად შემდეგი ააიპ ორგანიზაციების 2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს შეეხო: ,,კომუნალური გაერთიანების”, ,,გამწვანებისა და კეთილმოწყობის”, ,, #2 სამუსიკო სკოლის’”, ,,მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი’’-ს, სამხატვრო სკოლა-გალერეას’’ , ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის”, ,,საბიბლიოთეკო გაერთიანება’’-ს , ,,საფრენბურთო კლუბი - ჯიკო“-ს, ხელბურთელთა კლუბი სამტრედია“-ს , ,, რაგბის კლუბი ფენიქსის”.

   ასევე ცვლილებები შევიდა „სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის 2024 წლის მიზნობრივი სოციალურ პროგრამების ხარჯში .

   ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თამჯდომარემ ტარიელ ცომაიამ კოლებს შემდეგი საკითხები წარუდგინა : 1. ქალაქ სამტრედიაში საპრვატიზაციო ობიექტად ბახტაძის ქუჩაზე მდებარე 150000.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საპრივატიზაციო ობიექტად განსაზღვრა. 2. დავით აღმაშენებლის გამზირი No1-ის მიმდებარედ 3000.00 კვ.მ საპრივატიზაციო არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის, განმეორებით ელექტრონული აუქციონისთვის, საფასურის შემცირება. 3. სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში მდებარე 16.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის, უზუფრუქტის ფორმით, უვადოდ უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემის შესახებ, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერისთვის.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი